პორტალმა sbnation.com-მა მიმდინარე სეზონის სასარგებლო კალათბურთელთა ხუთეული დაასახელა, სადაც ზაზა ფაჩულიაც მოხვდა.
დასახელებულთა შორის “ოლ სტარზე” არც ერთი კალათბურთელი არ მოხვედრილა.
სტატიაში ნათვამია, რომ ეს კალათბურთელები შავ სამუშაოს ასრულებენ, ისინი საკუთარ სტატისტიკაზე არ არიან ორიენტირებული და გუნდის წარმატებაზე ზრუნავენ.
სასარგებლო კალათბურთელების ხუთეული:
უკანახაზელები: ჯრუ ჰოლიდეი (“ნიუ ორლეანი”), ჯეი ჯეი რედიკი (“კლიპერსი”)
ფორვარდები: ზაზა ფაჩულია (“დალასი”), სერჟ იბაკა (“ოკლაჰომა”), ჯეი კრაუდერი (“ბოსტონი”)









