კალათბურთი

21:25 | 21.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ისიანი ორმაგ დუბლს უტრიალებს

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგა EBA-ში ვილი ისიანის “გრან კანარიამ” უკანასკნელ ორ მატჩში მარცხი განიცადა და B ჯგუფში 14 გუნდს შორისBმე-10 ადგილი უკავია.

18 წლის ისიანის კლუბმა ჯერ “ალკაზართან” წააგო – 61:67, ახალგაზრდა ქართველმა კალათბურთელმა კი სასტარტო ხუთეულში ითამაშა და ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა მოედანზე 28 წუთი დაჰყო და 9 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა. ვილიმ 5-დან 2 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

გუშინ “გრან კანარია” ერთ-ერთ აუტსაიდერ “ესტუდიანტეს B”-ეს ესტუმრა და 82:86 დამარცხდა. ვილი თადარიგში იყო და 16 წუთში 8 ქულა, 6 მოხსნა (4 შეტევაში) და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 4-ვე ორქულიანი ჩააგდო, 2 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო.

“გრან კანარია” მომდევნო მატჩს 27 თებერვალს ერთ-ერთ ლიდერ “ალბასეტესთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096306