კალათბურთი

0:21 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის 14 ქულა და განიავებული უპირატესობა

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” “კასტელოს” დაუხვდა და მართალია, დასკვნით მეოთხედში ათ ქულას იგებდა, საბოლოოდ, 76:83 დამარცხდა.

ბურჯანაძე სასტარტო ხუთეულში იყო და 21:53 წუთში 14 ქულა, 5 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. ბექამ 8-დან 5 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი თამაშის წესები 2-ჯერ დაირღვა.

“ლეიმა ბასკეტს” 11 მოგების წილ ამდენივე მარცხი მოუგროვდა და 16-გუნდიან ლიგაში მე-7 ადგილზე იმყოფება. ბურჯანაძის კლუბი მომდევნო მატჩს 26 თებერვალს, სტუმრად, “პენას უესკასთან” ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.093399