ფეხბურთი

23:45 | 22.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კეჰილი ჩინეთში რჩება

რამდენიმე დღის წინ გაუტყდეთ, რომ ავსტრალიის ნაკრების გამოცდილი შემტევი ტიმ კეჰილი “შანხაი შენხუამ” გუნდიდან გაუშვა.

დღეს კი ცნობილი გახდა, რომ კეჰილი კვლავ ჩინეთში ითამაშებს და “ჰენგჟოუ გრინთაუნის” მაისურს მოირგებს. მან ახალ კლუბთან მიმდინარე წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი.

შეგახსენებთ, რომ კეჰილი შანხაი შენხუაში” 2015 წლის მარტში ჩაირიცხა და გუნდს კარგადაც მოერგო (28 მატჩში 11 გოლი გაიტანა). მას ნოემბერში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივეს, თუმცა ესპანელი მწვრთნელის გრეგორიო მანსანოს გეგმებში ვერ მოხვდა და გუნდიდან წასვლა მოუწია.

კეჰილს კარიერის საუკეთესო პერიოდი “ევერტონში” ჰქონდა, რომელშიც 2004-2012 წლებში თამაშობდა და 278 მატჩში 68 გოლი გაიტანა.

ის ავსტრალიის ნაკრების ღირსებას 2004 წლიდან იცავს და 88 შეხვედრაში მეტოქეთა კარი 45-ჯერ აიღო.

თეგებიტიმ კეჰილი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.08457