პსვ-მ ცენტრალურ მცველს ჯეფრი ბრუმას ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ცნობა ჰოლანდიური გრანდის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 24 წლის მცველი “ფილიპს არენაზე” 2018 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
ბრუმამ მიმდინარე სეზონში პსვ-ს მაისური 33-ჯერ მოირგო.







