ფეხბურთი

14:19 | 23.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დოს სანტოსი ორ თვეს იუქმებს

“ვილიარეალისა” და მექსიკის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ჯონათან დოს სანტოსი ტრავმირებულია.

25 წლის ფეხბურთელი ევროპა ლიგის 1/16-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში დაშავდა. როგორც გაირკვა, ჯონათანს ბარძაყის ტრავმა აქვს და დაახლოებით ორი თვე ვერ შეძლებს თამაშს.

დოს სანტოსმა მიმდინარე სეზონში “ვილიარეალის” მაისური 29-ჯერ მოირგო და 1 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.099438