ავტოსპორტი

23:18 | 24.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალონსო „მაკლარენ MP4-31-ს“ აქებს

თავისი პირველი სატესტო დღის შემდეგ, ფერნანდო ალონსომ „მაკლარენის“ ახალ ბოლიდს დადებითი შეფასება მისცა. მან განაცხადა, რომ ახალ სეზონშიც „მერსედესის“ დომინაციას მოელის, რაც შეეხება „მაკლარენს“, ის ფიქრობს, რომ უოკინგელებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ სეზონის ევროპული ნაწილის დასაწყისისთვის, მათი შასი პელოტონში საუკეთესო იყოს.

„ვფიქრობ, „მერსედესის“ დომინაცია არ დასრულებულა. ისინი ძალიან, ძალიან ძლიერები არიან. ტესტებზე საინტერესო პირველი ორი დღე გვქონდა. მაგრამ მათ უამრავი წრე გაიარეს. როცა ისინი თავიანთ შესაძლებლობებს სრულად გამოავლენენ, აშკარა გახდება, რაც შეუძლიათ. ალბათ უფრო წინ იქნებიან, ვიდრე წინა ორ სეზონში. ამ ეტაპზე, „მაკლარენისთვის“ გამარჯვება ძალიან ძნელი იქნება. მაგრამ ვამაყობთ იმით, რაც ბოლო რამდენიმე თვეში შევძელით. დარწმუნებული ვარ, რომ გვქონდეს საუკეთესო შასი, ეს მიღწევადი მიზანია. ეს ევროპულ რბოლებამდე შეგვიძლია. ამის ძალიან დიდი მოტივაცია გვაქვს. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ „მაკლარენი“ ამ სეზონში მოგებას შეძლებს“, - ამბობს ალონსო, ვინც ტესტების მეორე დღეს, 119 წრის გავლა შეძლო. ეს კი ორით მეტია იმ წრეების რიცხვზე, რომლებიც წინა სეზონის ტესტების განმავლობაში მოახერხა.

„ჰონდამ“ აშკარად გააუმჯობესა აგრეგატის გამძლეობა. კითხვაზე, იგივეს თქმა შეიძლება თუ არა სიმძლავრეზეც, ალონსო პასუხობს: „აშკარად! ამის თქმა ეჭვგარეშე შემიძლია, რადგან გასულ სეზონში ტოპ გუნდებთან ძალიან ბევრს ვაგებდით, ამჯერად კი ასე აღარაა. აეროდინამიკის მხრივ, გვაქვს ელემენტები, რომლებიც ინოვაციურია. შესაძლოა, მსგავსი იდეები ადრე სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ ჩვენთვის ისინი ახალია. იგივეს თქმა შემიძლია ძალურ დანადგარზეც. დროა საჭირო იმისათვის, რომ ყველაფერმა, როგორც საჭიროა, ისე იმუშაოს“

დაბოლოს, ალონსო ფიქრობს, რომ ერთადერთი გუნდი, რომელსაც „მერსედესის“ დამარცხება შეუძლია, „მაკლარენია“. ოღონდ, ეს ამ სეზონში არ მოხდება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.093155