ფეხბურთი

2:37 | 25.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დებუში ორ კვირას გამოტოვებს

საფრანგეთის ნაკრებისა და “ბორდოს” მარჯვენა მცველი მატიე დებუში ტრავმირებულია.

30 წლის მცველი ლიგა 1-ის გასულ ტურში “ნიცასთან” ფრედ (0:0) დასრულებული შეხვედრის მიწურულს დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მატიეს კუნთი აქვს დაზიანებული და ორი კვირა ვერ შეძლებს თამაშს.

შეგახსენებთ, რომ დებუში “ბორდოში” ლონდონის “არსენალიდან” სეზონის ბოლომდეა განათხოვრებული. მან ჟირონულ კლუბში 4 მატჩის ჩატარება მოასწრო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.088866