ფრანგმა სპეციალისტმა დომინიკ არიბაჟიმ “ტულუზა” დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
“ტულუზამ” 27 თებერვალს “რენისთან” შინ 1:2 წააგო და ამის შემდეგ არიბაჟიმ პოსტი დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია კლუბის პრეზიდენტმაც დაადასტურა.
არიბაჟი გუნდში 2015 წლის მარტში მივიდა და მას შემდეგ “ტულუზამ” 43 მატჩი ჩაატარა. დომინიკის შეგირდებმა 12 მოიგეს, 11 ფრედ დაასრულეს, ხოლო 20 მატჩში მარცხი განიცადეს. ამჟამად გუნდი ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში ბოლოდან მეორე ადგილზე 20 ქულით იმყოფება და ჩემპიონატში დასარჩენ ზონასთან მყოფ “რეიმსს” 10 ქულით ჩამორჩება.





