ლონდონის “ჩელსიმ” ახალგაზრდა ნახევარმცველს რუბენ ლოფტუს-ჩიკს ახალი კონტრაქტი გაუფორმა. აღნიშნული ინფორმაცია “არისტოკრატების” ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ახალი ხელშეკრულების მიხედვით, 20 წლის ნახევარმცველი “სტემფორდ ბრიჯზე” 2021 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
რუბენმა მიმდინარე სეზონში 10 შეხვედრა ჩაატარა და ორ-ორი გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.





