იტალიის სერია A-ს ვებგვერდმა XXVII ტურის სიმბოლური ნაკრები ტრადიციულად გულშემატკივართა შორის ჩატარებული გამოკითხვით გამოავლინა. საბოლოოდ ტურის რჩეულ 11 ფეხბურთელიდან ყველაზე მეტი წარმომადგენელი ფლორენციის “ფიორენტინას” ჰყავს – 4. მოგეხსენებათ, “იებმა” გასულ უიქ-ენდზე “ნაპოლისთან” ფრედ, 1:1 ითამაშეს.
ტურინის “იუვენტუსი” ამჯერად ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენელი და ორივე მცველია: ალექს სანდრო და ლეონარდო ბონუჩი.
მთლიანად კი 27-ე ტურის სიმბოლური ასეთია:
მეკარე: ჩიპრიან ტატარუშანუ (“ფიორენტინა”)
მცველები: ალექს სანდრო (“იუვენტუსი”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), გონსალო როდრიგესი (“ფიორენტინა”), ლუკა ანტონელი (“მილანი”)
ნახევარმცველები: კრისტიან ტელო (“ფიორენტინა”), ბორხა ვალერო (“ფიორენტინა”), მირალემ პიანიჩი (“რომა”)
თავდამსხმელები: დომენიკო ბერარდი (“სასუოლო”), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”), სტეფან ელ შაარავი (“რომა”)









