ფეხბურთი

22:03 | 4.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისმა ევრო 2016-მდე ამხანაგურები დაგეგმა

ინგლისის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგურ მატჩებს თურქეთის, ავსტრალიის და პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. ინფორმაციას ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

როი ჰოჯსონის შეგირდები თურქებს “ეტიჰადზე” 22 მაისს მიიღებენ, ავსტრალიის ნაკრებს სანდერლენდში 27 მაისს დაუპირისპირდებიან, ხოლო პორტუგალიას “უემბლიზე” 2 ივნისს დაუხვდებიან. “სამი ლომი” 2007 წლის შემდეგ, პირველად “უემბლის” გარდა შეხვედრებს სხვა სტადიონებზეც ჩაატარებს.

აღნიშნულ მატჩებამდე ინგლისი 26 მარტს გერმანიასთან ძალებს ბერლინში მოსინჯავს, ხოლო სამ დღეში შინ ჰოლანდიას მიიღებს.

ევროპის ჩემპიონატზე ინგლისი B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად რუსეთი, სლოვაკეთი და უელსის ნაკრებები ეყოლება. პირველ მატჩს ჰოჯსონის გუნდი 11 ივნისს რუსეთის წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.15748