კალათბურთი

17:53 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ცინცაძის 2 ქულა და 2 მოხსნა დიჟონში

გიორგი ცინცაძის „რუენმა“ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში მორიგი მარცხი განიცადა. რუანელებმა 22-ე ტურის მატჩი დიჟონში გამართეს და ადგილობრივ გუნდთან 70:82 წააგეს.

ცინცაძე სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ქართველმა უკანახაზელმა 4-დან 1 ორქულიანი ჩააგდო, 2 სამიანი კი ააცილა და შეხვედრა 2 ქულით, 2 მოხსნით და 1 პასით დაასრულა. 18 ქულით ცინცაძის გუნდში კოფი ალანი გახლდათ, 17 ქულა მიითვალა მიშელ მიპოკამ.

5 მოგებითა და 17 მარცხით „რუენი“ ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა. მომდევნო ტურის მატჩს ცინცაძის გუნდი 14 მარტს სტუმრად, „სტრასბურთან“ გამართავს.

www.gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.096124