ავტოსპორტი

23:52 | 6.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

„რედ ბული“ კოკპიტის ალტერნატიულ კარკასს გამოსცდის

როგორც გამოცემა „მოტორსპორტ.კომ-ი“ იტყობინება, „რედ ბული“ კოკპიტის დამცავ, „ფერარისგან“ განსხვავებულ კარკასს გამოსცდის. ავსტრიული გუნდის სისტემა განსხვავებულია და აკრილისგან დამზადებულ ერთგვარ ფარს წარმოადგენს, რომელსაც არ აქვს წინა საყრდენი. „რედ ბულში“ თვლიან, რომ „ფერარის“ კარკასი პილოტის ხედვის არეს აუარესებს. ხარების მიერ შემუშავებულ ფარს, კოკპიტის წინა ნაწილის ორივე მხარეს აქვს პატარა საყრდენები.

აკრილი ავტოსპორტისთვის უცხო არაა. მას სარბოლო პროტოტიპების დახურულ კოკპიტებსა და სიჩქარის რეკორდისთვის შექმნილი „ბლადჰაუნდის“ სანთლის დასამზადებლად იყენებენ. გამჭვირვალობასთან ერთად, ეს ძალიან მტკიცე მასალაა და პილოტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია.

„რედ ბულის“ მიერ შექმნილ დამცავ სტრუქტურას უკვე შეარქვეს „ბატმობილის“ (ბეტმენის მანქანასთან მსგავსების გამო) მსგავსი კარკასი. გუნდი თავის ვერსიას, მომავალი თვის დასაწყიში, შოუქარზე წარმოგვიდგენს.

„ჩვენ ამ სისტემის შოუქარის დახმარებით ჩვენებას ვგეგმავთ. ეს არ მოხდება სარბოლო უიქენდზე. ეს სატესტო გარემოში მოხდება. ის უფრო სანთელს ჰგავს, რომელსაც ღია ზედა ნაწილი აქვს და რაღაცით, საქარე შუშას ჰგავს. ამასთან, უფრო ელეგანტურადაც გამოიყურება და იმედია, ხედვასაც არ გააუარესებს“, - ამბობს „რედ ბულის“ შეფი კრისტიან ჰორნერი.

ის დასძენს, რომ აკრილს საქარე შუშად უკვე იყენებენ პროტოტიპებზე და მათზე ნამსხვრევების მოხვედრის, ან ზეთის დასხმის შემთხვევაში, სპეცალური საწმენდი მექანიზმები საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ შუშიდან უცხო სხეულების და სითხის მოშრებას. ჰორნერის თქმით, „ფერარის“ მიერ შემუშავებული სტრუქტურა, პილოტის ხედვის არეს აუარესებს.

„პირადად მე, „ფერარის“ სისტემა არ მომწონს. მესმის, რომ მრბოლის უსაფრთხოება უპირველესი საზრუნავია. მაგრამ მე ღია კოკპიტის მომხრე ვარ და არსებობს საფრთხე, რომ ეს შეიცვლება. უსაფრთხოება აუცილებელია, მაგრამ „ფერარის“ მიერ შემოთავაზებული სისტემა, ვერ დაიცავდა ფელიპე მასას და ალბათ ვერც ჟიულ ბიანკის“, - ამბობს ჰორნერი და დასძენს:

„როცა მე ფ3000-ის პილოტი ვიყავი, კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ რბოლები რისკთან არის დაკავშირებული. ეს ჩვენი საქმის ნაწილია. ჩვენი გადაწყვეტა ჰგავს სანთელს და უფრო ელეგანტურიცაა. მაგრამ ესეც მოტორ სპორტიდან ღია კოკპიტიანი მანქანების გაქრობისკენ გადადგმული ნაბიჯია. „ფერარის“ სისტემის შემთხვევაში, ხედვის პრობლემები შეიქმნება აღმართში, როგორიცაა ოსტინსა და მონაკოში“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.159275