ფეხბურთი

18:21 | 8.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარტინომ არგენტინის ნაკრებში 29 ფეხბურთელს დაუძახა

არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხერარდო მარტინიმ მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის ნაკრებში 29 ფეხბურთელს უხმო. “ბარსელონას” ექსთავკაცის რჩეულთა სია შემდეგნაირია:

მეკარეები: სერხიო რომერო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), ნაუელ გუზმანი (“ტიგრესი”, მექსიკა), ჯერონიმო რული (“სოსიედადი”, ესპანეთი)

მცველები: პაბლო ზაბალეტა (“სიტი”, ინგლისი), ფაკუნდო რონკალია (“ფიორენტინა”, იტალია), ნიკოლას ოტამენდი (“სიტი”, ინგლისი), მატეო მუსაჩო (“ვილიარეალი”, ესპანეთი), რამირო ფიუნეს მორი (“ევერტონი”, ინგლისი), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”, ინგლისი), მარტინ დემიკელისი (“სიტი”, ინგლისი), ლიონელ ეზეკიელ ვანგიონი (“რივერ პლეიტი”), ხავიერ პინოლა (“როსარიო სენტრალი”)

ნახევარმცველები: ხავიერ მასკერანო (“ბარსელონა”, ესპანეთი), ენცო პერესი (“ვალენსია”, ესპანეთი), ლუკას ბილია (“ლაციო”, იტალია), ხავიერ პასტორე (პსჟ, საფრანგეთი), ევერ ბანეგა (“სევილია”, ესპანეთი), მატიას კრანევიტერი (“ატლტიკო”, ესპანეთი), აუგუსტო მატიას ფერნანდესი (“ატლეტიკო”, ესპანეთი), ნიკოლას გაიტანი (“ბენფიკა”, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ლიონელ მესი (“ბარსელონა”, ესპანეთი), გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”, იტალია), ანხელ დი მარია (პსჟ, საფრანგეთი), ერიკ ლამელა (“ტოტენჰემი”, ინგლისი), ეზეკიელ ლავესი (“ჰებეი”, ჩინეთი), სერხიო აგუერო (“სიტი”, ინგლისი), პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, იტალია), ანხელ კორეა (“ატლეტიკო”, ესპანეთი)

არგენტინის ნაკრები 24 მარტს ჩილეს ეთამაშება, ხოლო 5 დღის შემდეგ ბუენოს აირესში ბოლივიას მიიღებს. მოგეხსენებათ, “ალბისელესტე” მიმდინარე შესარჩევ ეტაპს ცუდად ატარებს და 4 ტურის შემდეგ 5 ქულით მხოლოდ მეექვსე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.171144