სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:25 | 12.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო" უკვე 14-ქულიანი ჰანდიკაპით

დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-20 ტურის კიდევ ორი მატჩი. ლიდერმა თბილისის "დინამომ" გასვლაზე 3:2 სძლია "ზუგდიდს" და 14-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს მეორადგილოსან გორის "დილასთან", რომელმაც თავის მხრივ, შინ საჩხერის "ჩიხურას" ვერ მოუგო - 1:1.

გორელები ირაკლი მოდებაძის გოლით იგებდნენ, მაგრამ მიხეილ სარდალიშვილმა პირველი ტაიმის ბოლოს გაათანაბრა და მეორე ნახევარში გოლი აღარ გასულა.

"დინამოს" რაც შეეხება, ზუგდიდში ორჯერ იგებდა, ორჯერვე გაუთანაბრეს, გადამწყვეტი გოლი კი ჯაბა ჯიღაურმა გაიტანა. "დინამო" თითქმის უკვე ჩემპიონია - ძნელი წარმოსადგენია, რომ ამხელა ჰანდიკაპი გაფლანგოს.

შეგახსენებთ, ტური გუშინ დაიწყო "ლოკომოტივი"-"სიონის" შეხვედრით, რომელიც 0:0 დასრულდა.

ხვალ 5 მატჩია და ყველა 15:00 საათზე დაიწყება: კოლხეთი-ტორპედო, დინამო (ბთ)-ცხინვალი, მერანი-სამტრედია, საბურთალო-გურია, საპოვნელა-შუქურა.

დილა - ჩიხურა 1-1 (1-1)

გოლები: 1:0 მოდებაძე (7), 1:1 სარდალიშვილი (45)

ზუგდიდი - დინამო 2-3 (1-1)

გოლები: 0:1 არაბული (18), 1:1 მალანია (31), 1:2 ჭელიძე (52), 2:2 შეველი (66), 2:3 ჯიღაური (70)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097037