ფეხბურთი

17:49 | 13.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

მე-20 ტური: "საბურთალომ" და "კოლხეთმა" ნავსი გატეხეს, "სამტრედია" კი უკვე მეორე ადგილზეა

დასრულდა უმაღლესი ლიგის მე-20 ტური. დღეს 5 მატჩი გაიმართა და ერთის გარდა, ყველაში მასპინძლებმა იმარჯვეს. სტუმართაგან "სამტრედიამ" მოიგო, მარტვილში ბოლო წუთებზე გატეხა "მერანი" - 3:2. აღსანიშნავია, რომ ხუთივე გოლი ბოლო 15 წუთში გავიდა, საუკეთესო კი ირაკლი სიხარულიძე გახლდათ, რომელმაც დუბლი მიითვალა - მათ შორის, გადამწყვეტი გოლიც მისი იყო.

გია ცეცაძის გაწვრთნილი "სამტრედია" საკმაოდ კარგ ფორმაშია და მეორე ადგილზეც გადაინაცვლა.

"საბურთალომ" ნავსიანი სერია გატეხა და ესპანელ პაბლო ფრანკოსაც კარგი დებიუტი გამოუვიდა გუნდის მწვრთნელის რანგში. 4:2 "გურიასთან" და ჰეთ-თრიქი მიითვალა გიორგი ხარაიშვილმა.

აღსანიშნავია თერჯოლის "საპოვნელას" მოგება "შუქურასთან" - 2:0. იმერლებმა ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

ბათუმის "დინამომ" "ცხინვალს" 2:0 აჯობა და ქულებით გაუთანაბრდა. ბათუმელები მეხუთეზე არიან და ევროთასებზე გასასვლელად იბრძოლებენ. ისევე როგორც "ცხინვალი".

მოგების გემო გაიხსენა ფოთის "კოლხეთმაც", რომელმაც კარგ ფორმაში მყოფ ქუთაისის "ტორპედოს" 2:0 სძლია. ფოთელები საკმაოდ დაშორდნენ საშიშ ზონას, უკვე 10-ქულიანი ჰანდიკაპი აქვთ მეთოთხემეტადგილოსანთან.

დინამო (ბათუმი) - ცხინვალი 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 კომაზეცი (33), 2:0 გაბედავა (84)

გაძევება: ბეჭვაია (67, ცხინვალი)

საბურთალო (თბილისი) - გურია (ლანჩხუთი) 4:2 (1:0)

გოლები: 1:0, 2:0 ხარაიშვილი (45, 48 პენ), 2:1 ზოზულია (64), 3:1 ხარაიშვილი (66), 4:1 ხორხელი (78), 4:2 მოროზენკო (90)

საპოვნელა (თერჯოლა) - შუქურა (ქობულეთი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ნარიმანიძე (4), 2:0 ბუხაიძე (81)

მერანი (მარტვილი) - სამტრედია 2:3 (0:0)

გოლები: 1:0 შოთა ჯიქია (75), 1:1 რაჟამაშვილი (77), 1:2 სიხარულიძე (84), 2:2 ტეიდი (87), 2:3 სიხარულიძე (90+2)

კოლხეთი (ფოთი) - ტორპედო (ქუთაისი) 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ნიქაბაძე (47), 2:0 დათა სიჭინავა (75)

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.10192