მაიკლ ო"ნილმა ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციასთან კონტრაქტი 4 წლით გაახანგრძლივა და ეროვნულ ნაკრებს 2020 წლის ივლისამდე გაწვრთნის. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.
ო"ნილმა ჩრდილოეთ ირლანდია 2011 წლის 28 დეკემბერს ჩაიბარა. მას შემდეგ მაიკლის გუნდმა 8 მატჩი მოიგო, 11 ფრედ ითამაშა, ხოლო 12 დაპირისპირებაში მარცხი განიცადა.
ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრები ო"ნილმა ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე გაიყვანა, სადაც მისი შეგირდები ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთის, უკრაინის და გერმანიის ეროვნულ გუნდებს დაუპირისპირდებიან.







