“ინდიან-უელსის” მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის მე-15 ნომერმა ვიქტორია აზარენკამ მაგდალენა რიბარიკოვა 6:0, 6:0 გაანადგურა. WTA-ის ცნობით, აზარენკამ აღნიშნული ანგარიშით კარიერაში მეცხრე შეხვედრა მოიგო.
შეხვედრა საათსა და 9 წუთს გაგრძელდა. აზარენკამ 11 შესაძლებლობიდან 6 ბრეიკი შეასრულა, ხოლო რიბარიკოვამ 4 ბრეიკ-პოინტიდან ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
ტურნირის ნახევარფინალში აზარენკას მეტოქე ჩეხი კაროლინა პლისკოვა იქნება.







