სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

17:13 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” მეორე ადგილზე დაბრუნდა     

დასრულდა უმაღლესი ლიგის 21-ე ტურის დღევანდელი 5 მატჩი, რომლიც უხვგოლიანი ვერ გამოდგა. ჯამში მხოლოდ 7 გოლი გავიდა. აქედან, ორი შეხვედრა 0:0 დასრულდა, კერძოდ, “ცხინვალი”-“ტორპედო” და “სიონი”-“საბურთალო”. დაგეგმილი სამი ქულა აიღო “სამტრედიამ” და მეორე ადგილზე დაბრუნდა. გია ცეცაძის გუნდმა აუტსაიდერ ‘ზუგდიდს” სძლია ლაშა შერგელაშვილის დუბლით.

ცხრილის შუაგულში მყოფმა “შუქურამ” თბილისის “ლოკომოტივს” 2:1 აჯობა. ქობულეთელები პირველი ტაიმის შემდეგ ჰანდიკაპით იგებდნენ, მერე დავით ჩაგელიშვილმა ერთი ბურთი გაქვითა და რატი არდაზიშვილმა რამდენიმე წუთში გათანაბრების იდეალური შანსი გაანიავა: პენალტი ვერ გამოიყენა. ბოლო წამებზე კი “შუქურას” მეკარე აზამატ ჯიოევმა გადაარჩინა მასპინძლები, როცა რევაზ ჩიტეიშვილის შორიდან დარტყმული ბრწყინვალე ნახტომში მოიგერია.

“ჩიხურამ” დავით ვოლკოვისა და მიხეილ სარდალიშვილის გოლებით 2:0 მოუგო ბათუმის “დინამოს”. სოსო ფრუიძის გუნდი მეხუთე ადგილზე გადავიდა, ბათუმელები კი მეშვიდეზე არიან. ორივე გუნდს აქვს ევროტურნირებზე გასვლის შანსი.

“ჩიხურა” (საჩხერე) – “დინამო” (ბათუმი) 2:0 (1:0)

გოლები: 1:0 ვოლკოვი (2), 2:0 სარდალიშვილი (71)

“ცხინვალი” – “ტორპედო” (ქუთაისი) 0:0

გაძევება: მაისაშვილი (61, ცხინვალი)

“სიონი” (ბოლნისი) – “საბურთალო” (თბილისი) 0:0

“სამტრედია” – “ზუგდიდი” 2:0

გოლები: 1:0, 2:0 შერგელაშვილი (33, 74)

გაძევება: ტყემალაძე (65, ზუგდიდი)

“შუქურა” (ქობულეთი) – “ლოკომოტივი” (თბილისი) 2:1 (2:0)

გოლები: 1;0 მოსიაშვილი (16), 2:0 ლობჯანიძე (23), 2:1 ჩაგელიშვილი (63)

გამოუყენებელი პენალტი: არდაზიშვილი (68, ლოკომოტივი)

ხვალ 15:00 საათზე დაიწყება 21-ე ტურის ორი მატჩი: “გურია” – “მერანი”, “საპოვნელა” – “კოლხეთი”

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.098199