ფეხბურთი

22:33 | 18.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა 27 ფეხბურთელი გამოიძახა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის 27 ფეხბურთელი გამოიძახა.

ბუნდესგუნდში ერთი ახალწვეულია – “ლევერკუზენის” 20 წლის მცველი იონათან ტაჰი.

ლიოვის რჩეულთა სია ასეთია:

მეკარეები: მანუელ ნოიერი (“ბაიერნი”), ბერნდ ლენო (“ლევერკუზენი”), მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (“ბარსელონა”), კევინ ტრაპი (პსჟ);
მცველები: შკოდრან მუსტაფი (“ვალენსია”), ემრე ჩანი (“ლივერპული”), იონას ექტორი (“კიოლნი”), სტეფან რუდი (“ჰოფენჰაიმი”), მატს ჰუმელსი, მატიას გინტერი (ორივე “დორტმუნდი”), იონათან ტაჰი (“ლევერკუზენი”), ანტონიო რუდიგერი (“რომა”);
ნახევარმცველები: სამი ხედირა (“იუვენტუსი”), ბასტიან შვაინშტაიგერი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), მესუთ ოზილი (“არსენალი”), ანდრე შურლე, იულიან დრაქსლერი (ორივე “ვოლფსბურგი”), კრისტოფ კრამერი, ქარიმ ბელარაბი (ორივე “ლევერკუზენი”), ლუკაშ პოდოლსკი (“გალათასარაი”), ტონი კროოსი (“რეალი”), ტომას მიულერი (“ბაიერნი”), მარკო როისი (“დორტმუნდი”);
თავდამსხმელები: კევინ ვოლანდი (“ჰოფენჰაიმი”), მარიო გიოტცე (“ბაიერნი”), მარიო გომესი (“ბეშიქთაში”), მაქს კრუზე (“ვოლფსბურგი”).

გერმანიის ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს. 26 მარტს ბერლინში ინგლისს დაუპირისპირდებიან, ხოლო სამ დღეში მიუნხენში იტალიას მიიღებენ.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.086862