გერმანიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" ნახევარმცველმა მესუთ იოზილმა "ევერტონთან" მოგებულ (2:0) მატჩში ფეხის ტრავმა მიიღო და მოედანი 74-ე წუთზე დატოვა.
ჯერჯერობით ფეხბურთელის ტრავმის სიმძიმე ცნობილი არაა. მიმდინარე სეზონში თურქული ფესვების მქონე მოთამაშემ 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 7 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.







