საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის პირველ მატჩში ინგლისთან მარცხდებიან. ესპანეთში მიმდინარე შეხვედრის პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ადრიან ბუსროიდის შეგირდების სასარგებლოდ გახლავთ - 2:0.
პირველი გოლი მე-8 წუთზე ლონდონის "ჩელსის" 21-წლამდელთა გუნდის თავდამსხმელმა ტამი აბრაჰამმა ჯოშუა ონომაჰის გადაცემის შემდეგ გაიტანა. ორიოდე წუთში "ტოტენჰემის" ფეხბურთელმაც გამოიჩინა თავი.







