პლანეტის ნომერ პირველ ჩოგბურთელს სერენა უილიამსს “მაიამის” მასტერსის 1/32-ფინალში კრისტინა მაკჰეილთან მოულოდნელად დიდი ბროლის გადატანა მოუწია. უილიამსმა თავის თანამემამულე 6:3, 5:7, 6:2 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 7 წუთს გაგრძელდა. სერენამ 12 ეისი ჩააწოდა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა, უმცროსმა უილიამსმა 17 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო მაკჰეილმა 9 ბრეიკ-პოინტიდან სამი გააკეთა.
ტურნირის 1/16-ფინალში სერენა ყაზახ ზარინა დიასს (რეიტინგის 97-ე ნომერი) შეხვდება.







