სხვა

17:31 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების მორიგი საპროტესტო აქცია (+VIDEO)

საქართველოს მკლავჭიდელთა ეროვნული ნაკრების წევრები, რომლესაც მალე ევროპის ჩემპიონატი ელით, სატრენაჟორო დარბაზების ნაცვლად ქუჩაში არიან და საპროტესტო აქციას მართავენ.

ქართველი მკლავჭიდელები, უკვე რამდენიმე თვეა მათთვის არსებითად მნიშვნელოვანი მოთხოვნების გადაწყვეტას და დაკმაყოფილებას ითხოვენ.

ეროვნული გუნდის ტიტულოვანი წევრები ამჯერად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წინ შეიკრიბნენ. მკლავჭიდელები მოქმედ პრეზიდენტს სოსო ჯაჭვლიანს უნდობლობას უცხადებენ და მის გადადგომას ითხოვენ. სპორტსმენების განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია არ ჩატარებულა ეროვნული ჩემპიონატი, არ გაკეთებულა საწვრთნელი შეკრებები, არ აქვთ ელემენტალური სავარჯიშო პირობები. ასევე შეჯიბრებებზე გუნდს ექმნება ყველა ყოფითი პრობლემა და პრეზიდენტი ამ საკითხების გადაჭრის ნაცვლად, მათი პრემიების წილში ჩაჯდომით არის დაკავებული.

დღევანდელი აქციის მონაწილეებს, კიდევ ერთხელ შეხვდა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, რომელმაც მკლავჭიდელებს, ჯაჭვლიანთან დღესვე შეხვედრის მოწყობის პირობა მისცა, თუმცა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს შენობის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს ფედერაციის პრეზიდენტი ამ დრომდე არ შეხვედრია.

0.163518