ფეხბურთი

21:57 | 25.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისს კეჰილი უკაპიტნებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების კაპიტანი გერმანიასთან გასამართი ამხანაგური მატჩის დროს გარი კეჰილი იქნება. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დაადასტურა.

"სამი ლომის" კაპიტანი "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი უეინ რუნია, თუმცა ფეხბურთელი ტრავმირებულია და ტესტ-მატჩებს გამოტოვებს.

ლონდონის "ჩელსის" ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში 32 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. ეროვნულ გუნდში კეჰილს 40 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ინგლისის და გერმანიის ეროვნული გუნდების ამხანაგური დაპირისპირება 26 მარტს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162738