ძიუდო

20:43 | 27.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ღარიბული დღე – მხოლოდ ღვინიაშვილის ბრინჯაო

თბილისის გრან პრის მესამე დღე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებისთვის წინა ორთან შედარებით, ბევრად წარუმატებელი გამოდგა. სპორტის ახალ სასახლეში მედლების 5 კომპლექტი გათამაშდა. საქართველოს დროშის ქვეშ კი სულ ცამეტმა ძიუდოისტმა იჭიდავა და ფინალურ ბლოკში ერთადერთმა მათგანმა გააღწია, თან ბრინჯაოსთვის საბრძოლველად.

დილის პროგრამა 10:30 საათზე დაიწყო. ზუსტად ორ საათში კი ცამეტი ქართველიდან ათი უკვე თავისუფალი იყო. მათ შორის მძიმე წონითი კატეგორიის ოთხეული.

ტურნირზე მეორე ნომრად განთესილიAადამ ოქრუაშვილი საქმეში მეორე წრიდან ჩაერთო, რუს ანდრეი ვოლკოვთან შეხვედრით და შებოჭვაზე მოჰყვა. პირველივე შეხვედრები წააგეს ადამის ძმამ – ვახტანგ ოქრუაშვილმა და გიორგი ლაზუაშვილმაც. ოქრუაშვილმა ბრიტანელ კრისტოფერ შერინგტონთან, მტკივნეული ილეთით, ხოლო ლაზუაშვილმა - რუსეთის ნაკრების წევრ ასლან კამბიევთან, ვაზარით.

ონისე ბუღაძემ ესპანელ დავიდ ფერნანდესს ორწუთნახევარში სძლია. პოლონელ მაციეჟ სარნაცკისთან კი შებოჭვით წააგო და უმძიმეს წონაში მასპინძელთათვის პოდიუმისკენ მიმავალი ბოლო გზაც ჩაიკეტა.

90 კილოგრამში პაატა ღვინიაშვილმა და არჩილ გოგოლაშვილმა ჩაატარეს თითო ბრძოლა. ღვინიაშვილმა იუკოთი წააგო პოლონელ პატრიკ ციეჩომსკისთან. გოგოლაშვილს კი ყაზახ სამატ იესენთან, უილეთო შეხვედრაში გაფრთხილებების ლიმიტი სამწუთნახევარში ამოეწურა.

თორნიკე ჯუღელმა მხოლოდ პირველი წრე დაძლია, მოუგო რა სლოვაკ პეტერ ზილკას ერთი გაფრთხილების უპირატესობით. პორტუგალიელ სელიო დიასთან კი ფეხში შესვლის წესის დარღვევისთვის მოხსნეს.

ერთადერთი ნათელი წერტილი ქართველთაგან 90 კილოგრამში ზვიად გოგოჭური იყო. ისიც მხოლოდ მერვედფინალამდე, ვიდრე ესპანეთის ნაკრების წევრ ნიკოლოზ შერაზადიშვილს არ დაეჭიდა და იპონით არ წააგო. იქამდე კი რიო დე ჟანეიროს პარალიმიური თამაშების ლიცენზიანტმა ორი მეტოქის ჩამოშორება მოასწრო. პირველი მათგანი – იორდანიელი იბრაჰიმ ხალაფი მსაჯმა ოთხი შიდოთი მოუხსნა. მეორე წრეში კი გოგოჭური მსოფლიოს ჩემპიონს და ოლიმპიური თამაშების 2-გზის პრიზიორს - ბრაზილიელ ტიაგო კამილოს დაეჭიდა და ოქროს დროში აღებული იუკოთი სძლია.

დღის მთავარი ინტრიგა 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილის ჭიდაობა იყო. ჩემპიონობის შემთხვევაში მას შეეძლო საქართველოს ვაჟთა ნაკრებისთვის ფაქტობრივად გაენაღდებინა რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე სრული გუნდით გამგზავრება. შალიცენზიო ნორმატივამდე ქართველი ძიუდოისტი შვედმა მარტინ პაჩეკმა არ მიუშვა – ნახევარფინალში დაამარცხა და ბრინჯაოს ფრონტზე გადაისროლა. პაჩეკმა მიზანს სუფთა გდებით მიაღწია. თუმცა ვიდრე გადამწყვეტ ილეთს შეასრულებდა, ერთხელ თავად დაეცა ბეჭებზე. თატამის მსაჯმა იპონიც დააფიქსირა, მაგრამ მსაჯთა მაგიდამ ჩათვალა, რომ შვედი ინერციით დავარდა და არა ქართველი ძიუდოისტის კონტრ-ილეთით. ჩხადია, გაპროტესტებამაც ვერაფერი შეცვალა და ჩვენებურმა პაჩეკის და მსაჯების ჯავრი "ბრინჯაოს ფინალში” უზბეკ სოიბ ყურბანოვზე იყარა.

აქვე ბექა ღვინიაშვილის მიერ ძირითად ბადეში ჩატარებულ შეხვედრებზეც - ყაზახი ვიქტორ დემიანენკო, რუსეთის ნაკრების წევრი ადლან ბისულტანოვი და პორტუგალიელი ჟორჟე ფონსეკა იპონ-იპონ ჩამოიცილა.

ბრინჯაოს მედლით ღვინიაშვილმა 120 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რიოს სალიცენზიო მარათონს უახლოეს საერთაშორისო ტურნირებზე გააგრძელებს.

100 კილოგრამში, საქართველოს ნაკრების სხვა წევრთაგან შედარებით შედეგიანად ლაშა ტაველურმა იჭიდავა. პირველ წრეში ამერიკელ ილ ლა სმიტთან ვაზარს აგებდა, მაგრამ მეტოქე შებოჭა. დანიელ ფრედერიკ იორგენსენთან სუფთა გდებით იმარჯვა. მეოთხედფინალში კი იტალიელ დომენიკო დი გუიდასთან იუკოთი წააგო და რეპეშაჟის ნახევარფინალში გადაერთო, სადაც უზბეკ სოიბ ყურბანოვთან ვერაფერს გახდა.

ლაშა გურულმა ტუნისელ ენის ბენ ხალედს გაფრთხილების ლიმიტის ამოწურვით სძლია, მაგრამ მეორე წრეში, შვედ მარტინ პაცეკთან შებოჭვაზე მოჰყვა. ჯაბა მუმლაძემ კი პირველსავე შეხვედრაში, უზბეკ სოიბ ყურანოვთან სუფთად წააგო.

დღესვე, საქართველოს დროშის ქვეშ ქალთა ნაკრების მძიმეწონოსანმა ელენე ქებაძემაც იჭიდავა, მაგრამ საწყის ეტაპზევე მომავალ ჩემპიონს - თურქ კაირა საიტს დაუპირისპირდა და უილეთო ბრძოლაში სამი გაფრთხილებით დამარცხდა.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა თბილისის გრან პრიზე 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ძიუდო

გრან პრი

თბილისი

25-27 მარტი

ვაჟები

60 კგ

1 დიორბეკ უროზბოევი (უზბეკეთი)

2 ამარტუვშინ დაშდავაა (მონღოლეთი)

3 ამირან პაპინაშვილი (საქართველო)

3 ბოლდბაატარ განბატი (მონღოლეთი)

66 კგ

1 ვაჟა მარგველაშვილი (საქართველო)

2 ფაბიო ბასილე (იტალია)

3 შინან შანდალი (თურქეთი)

3 ჟანსაი სმაგულოვი (ყაზახეთი)

73 კგ

1 ნუგზარ ტატალაშვილი (საქართველო)

2 ოდბაიარ განბაატარი (მონღოლეთი)

3 ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)

3 ფრიდონ გიგანი (საქართველო)

81 კგ

1 ალან ხუბეცოვი (რუსეთი)

2 ლევან გუგავა (საქართველო)

3 რომან მუსტოპულოსი (საბერძნეთი)

3 უუგანბაატარ ოტგონბაატარი (მონღოლეთი)

5 ზებედა რეხვიაშვილი (საქართველო)

90 კგ

1 ნოელ ვან ტენდი (ჰოლანდია)

2 მარკუს ნიმანი (შვედეთი)

3 ნიკოლოზ შერაზადიშვილი (ესპანეთი)

3 სელიო დიასი (პორტუგალია)

100 კგ

1 მარტინ პაჩეკი (შვედეთი)

2 ჯავად მაჰჯოუბი (ირანი)

3 ბექა ღვინიაშვილი (საქართველო)

3 ჟორჟე ფონსეკა (პორტუგალია)

7 ლაშა ტაველური (საქართველო)

+100 კგ

1 ორ სასონი (ისრაელი)

2 როი მაიერი (ჰოლანდია)

3 მაციეჟ სარნაცკი (პოლონეთი)

3 რაფაელ სილვა (ბრაზილია)

ქალები

48 კგ

1 მონიკა უნგურეანუ (რუმინეთი)

2 ტაციანა ლიმა (გვინეა-ბისაუ)

3 ოტგონცეცეგ გალბადრახი (ყაზახეთი)

3 მარინა ჩერნიაკი (უკრაინა)

52 კგ

1 ოდეტ გიფრიდა (იტალია)

2 გილი კოენი (ისრაელი)

3 ერიკა მირანდა (ბრაზილია)

3 მი-რი კიმი (სამხრეთ კორეა)

5 მარიამ ჯანაშვილი (საქართველო)

57 კგ

1 რაფაელა სილვა (ბრაზილია)

2 ნორა გჟაკოვა (ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია)

3 ჰედვიგ კარაკაში (უნგრეთი)

3 მირიამ როპერი (გერმანია)

63 კგ

1 კატრინ უნტერვურზახერი (ავსტრია)

2 ჯემა ჰოუელი (ბრიტანეთი)

3 ედვიგ გვენდი (იტალია)

3 მერილინ პრუვოსტი (საფრანგეთი)

70 კგ

1 კიმ პოლინგი (ჰოლანდია)

2 ესტელ პოსვიტი (საფრანგეთი)

3 ასამა ნიანგი (მაროკო)

3 ელისავეტ ტელციდუ (საბერძნეთი)

78 კგ

1 მარინდე ვერკერკი (ჰოლანდია)

2 გუუსი სტენჰუისი (ჰოლანდია)

3 მაირა აგიარი (ბრაზილია)

3 ნატალი პოუელი (ბრიტანეთი)

+78 კგ

1 კაირა საიტი (თურქეთი)

2 მარია ალტემანი (ბრაზილია)

3 მარინა სლუცკაია (ბელარუსი)

3 სისი მა (ჩინეთი)

ვასილ მშვილდაძე

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.094189