საქართველოს და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებების მატჩის ანგარიში პირველი ტაიმის შემდეგ ფრე 1:1 გახლავთ.
"დინამო არენაზე" მიმდინარე ამხანაგურ მატჩში ანგარიში აზატ ნურგალიევმა 36-ე წუთზე გახსნა. "ჯვაროსნებმა" ანგარიში ორ წუთში გაათანაბრეს. უჩა ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე ოქრიაშვილს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ლამაზი დარტყმით გაიტანა.
შეხვედრის პირველ ნახევარში ქართველები უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებს ქმნიდნენ, თუმცა მათ რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.







