ფეხბურთი

23:10 | 29.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

საქართველომ ყაზახეთის დამარცხება ვერ შეძლო

საქართველოს და ყაზახეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"დინამო არენაზე" გამართულ შეხვედრაში ანგარიში აზატ ნურგალიევმა 36-ე წუთზე გახსნა. "ჯვაროსნებმა" ანგარიში ორ წუთში გაათანაბრეს. უჩა ლობჟანიძემ მარჯვენა ფლანგიდან თორნიკე ოქრიაშვილს უპასა, ამ უკანასკნელმა კი ლამაზი დარტყმით გაიტანა.

მეორე ნახევარში ქართველებს გოლების გატანის შანსი ჰქონდათ. ჯერ სოლომონ კვერკველიამ თავური დარტყმით კარს ააცილა, შემდეგ კი ნიკა კაჭარავას ორჯერ შეეძლო საკუთარი გუნდის დაწინაურება, თუმცა მომენტები ვერ გამოიყენა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.159078