ფეხბურთი

23:37 | 30.03.2016 | ნანახია [] - ჯერ

ელიოტი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

“ნიუკასლისა” და ირლანდიის ნაკრების მეკარე რობ ელიოტი ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. აღნიშნულ ინფორმაციას “ჯორდების” ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ელიოტმა დაზიანება სამშაბათს სლოვაკეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართული (2:2) ამხანაგური მატჩის მე-16 წუთზე მიიღო და შესაცვლელი შეიქნა. როგორც გაირკვა, 29 წლის კიპერს მუხლის სერიოზული დაზიანება აქვს მიღებული, რამდენიმე თვე ვერ ითამაშებს და ვერც ევროპის ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას.

“ნიუკასლი” კი, რომელიც გასავარდნ ზონაში იმყოფება და დარჩენილ 7 ტურში ურთულესი ბრძოლა ელის ადგილის შესანარჩუნებლად, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა, რადგანაც ელიოტი ისედაც კლუბის სათადარიგო მეკარე იყო, რომელიც ტიმ კრულის მძიმე ტრავმის გამო თამაშობდა.

“კაჭკაჭების” კარს მესამე მეკარე კარლ დარლოუ დაიცავს. 25 წლის კიპერს პრემიერლიგაში სულ ერთი მატჩი აქვს ჩატარებული და ამდენივე გოლი გაუშვია.

თეგებირობ ელიოტი
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.090214