ავტოსპორტი

0:54 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაჰრეინის პრაქტიკებზე უსწრაფესი როსბერგია

ბაჰრეინის დიდი პრიზის ორივე პრაქტიკაზე ნიკო როსბერგმა საუკეთესო დრო დააფიქსირა. მეორე სესიაზე კი მან ბაჰრეინის შარშანდელი კვალიფიკაციის საუკეთესო დრო, თითქმის წამნახევრით გააუმჯობესა. გერმანელს შანსი აქვს, ბაჰრეინში მოგებით, თავის გამარჯვებათა სერია ხუთამდე გაზარდოს. შეგახსენებთ, რომ მას გასული სეზონის ბოლო სამი და ამ სეზონის გახსნითი ეტაპები აქვს მოგებული.

როსბერგმა ორივე სესიაზე უკან ჩამპოტოვა თავისი თანაგუნდელი ლუის ჰამილტონი. პირველზე ნახევარი წამით აჯობა, მეორეზე კი - 0.2 წამით. ცნობისათვის, ჰამილტონის შარშანდელი პოულის დროა 1.32.671, როსბერგმა კი მეორე სესიაზე, რომელიც ხელოვნური განათების აკომპანიმენტით ჩატარდა, წრე წუთსა და 31.001 წამში გაიარა.

საინტერესოა, რომ ბაჰრეინში წინა ორი რბოლა ჰამილტონს აქვს მოგებული. მეორე სესიაზე, როსბერგის გარდა, ის ერთადრთი პილოტი იყო, რომელმაც წრე წუთსა და 32 წამზე ნაკლებში გაიარა. მას თითქმის წამით ჩამორჩა მესამე დროის მქონე ჯენსონ ბატონი, ვისთვისაც ამ ეტაპზე, ეს კარგი შედეგია და მან ის სუპერ რბილი საბურავებით აჩვენა.

„მერსედესის“ პილოტების მსგავსად, პირველ სესიაზე, თავისი საუკეთესო (ისე კი მესამე) დრო სოფტებით დააფიქსირა კიმი რაიკონენმა, რომელიც როსბერგს ლამის ორი წამით ჩამორჩა. მეორე სესიაზე კი „ფერარის“ ფინელი პილოტი მეხუთე დროს დასჯერდა. მეორე სესიაზე ინციდენტი შეემთხვა სებასტიან ფეტელს, რომლის მანქანაც სესიის მიწურულს სამი ბორბლის ამარა დარჩა. როგორც გაირკვა, უკანა მარცხენა ბორბალი კარგად არ იყო მოჭერილი.

ფორმულა ერთში თავისი დებიუტი მე-11 შედეგით აღნიშნა ტრავმირებული ფერნანდო ალონსოს შემცვლელმა სტოფელ ვანდოორნმა. უნდა ითქვას, რომ ბელგიელი პილოტი ბაჰრეინში იაპონიიდან წინა დღით ჩაფრინდა და საერთოდ, პირველად მიუჯდა ამ სეზონის „მაკლარენის“ საჭეს. ვანდოორნი იაპონიაში სუპერ ფორმულას სერიაში ასპარეზობს და იქ წინასასეზონო ტესტებისთვის იმყოფებოდა.

ბაჰრეინის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:32.294
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32.799
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:34.128
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:34.461
  5. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:34.541
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:34.601
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:34.793
  8. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:34.860
  9. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:35.000
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:35.006
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:35.073
  12. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:35.174
  13. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:35.309
  14. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:35.440
  15. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:35.490
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:35.728
  17. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:36.371
  18. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:36.392
  19. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:36.719
  20. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:36.939
  21. ალფონსო სელისი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:37.287
  22. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:37.714

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:31.001
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:31.242
  3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:32.281
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:32.406
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:32.452
  6. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:32.650
  7. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:32.703
  8. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:32.792
  9. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:32.870
  10. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:32.873
  11. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:32.999
  12. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:33.129
  13. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:33.177
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:33.384
  15. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:33.406
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:33.447
  17. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:33.570
  18. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:33.640
  19. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:33.953
  20. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:34.224
  21. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:34.477
  22. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:34.562
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169046