ავტოსპორტი

16:13 | 2.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქაჯაია მეორე რბოლას წინა რიგიდან დაიწყებს

... ოღონდ, ეს პოული არაა. ტურინგის კლასის რბოლებში მოქმედებს სტარტზე რევერსულად დადგომის წესი, რომლის შესაბამისადაც, მეორე რბოლის სტარტზე, წინა რიგში ის პილოტები დგებიან, რომლებსაც კვალიფიკაციის შემდეგ, პირველი ათეულის ბოლო ორი ადგილი ეკავათ. 2016 წლის სეზონის პირველი ეტაპის, ბაჰრეინის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა, დათა ქაჯაიამ სწორედ მეათე ადგილზე დაასრულა, რაც მას მეორე რბოლის პოულიდან დაწყების საშუალებას მისცემს.

კვალიფიკაცია „კრაფტ-ბამბუს“ პილოტმა სერგეი აფანასიევმა მოიგო, რომლისთვისაც ეს TCR-ის საერთაშორისო სერიაში მოპოვებული პირველი (ამ სერიაში ის გასულ სეზონშიც ასპარეზობდა) პოულია. მან დაძაბულ პაექრობაში აჯობა „B3 რეისინგის“ დუშან ბორკოვიჩს და თავის თანაგუნდელ ჯეიმს ნეშს. ამ უკანასკნელთან მხოლოდ 0.002 წამი დათმო ჯანი მორბიდელიმ.

საბოლოოდ, პირველი ექვსი პილოტი, ერთმანეთს მხოლოდ 0.2 წამზე ნაკლებმა დააშორა. თან მათ წრე წუთსა და 13 წამზე ნაკლებში გაიარეს. ამასთან, პირველ რვა ადგილზე გასულები, „სეატ ლეონით“ და „ჰონდა სივიკით“ ასპარეზობენ. იმ პილოტებს შორის, რომლებიც სხვა ავტომობილებს მართავენ, ქაჯაია მეორეა - მასზე წინ, მეცხრე ადგილი დაიკავა ჟან-კარლ ვერნეიმ, რომელიც დათას დარად, „ფოლკსვაგენ გოლფით“ გამოდის. მეორე რბოლის სტარტზე, მოწინავე რიგში სწორედ ისინი დადგებიან.

პოულის მოგებისთვის აფანასიევმა 5 ქულა მიიღო. სულ კი კვალიფიკაციაში ქულები პირველ ხუთ ადგილზე გასულ პილოტებს ერგოთ.

ბაჰრეინის დიდი პრიზი. კვალიფიკაცია

  1. სერგეი აფანასიევი (რუსეთი, სეატი) 2:12.541
  2. დუშან ბორკოვიჩი (სერბეთი, სეატი) 2:12.642
  3. ჯეიმს ნეში (ბრიტანეთი, სეატი) 2:12.650
  4. ჯანი მორბიდელი (იტალია, ჰონდა) 2:12.652
  5. პეპე ორიოლა (ესპანეთი, სეატი) 2:12.663
  6. აკუ პელინენი (ფინეთი, ჰონდა) 2:12.718
  7. მატ’ო ჰომოლა (სლოვაკეთი, სეატი) 2:13.029
  8. კევინ გლისონი (აშშ, ჰონდა) 2:13.097
  9. ჟან-კარლ ვერნეი (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) 2:13.155
  10. დათა ქაჯაია (საქართველო, ფოლკსვაგენი) 2:13.824
  11. სტეფანო კომინი (შვეიცარია, ფოლკსვაგენი) 2:14.050
  12. ხორდი ორიოლა (ესპანეთი, ოპელი) 2:14.985

-----

  1. ანდრეა ბელიკი (იტალია, ოპელი) 2:15.481
  2. მიხაილ გრაჩოვი (რუსეთი, ფოლკსვაგენი) 2:15.639
  3. მიქაელა ჩერუტი (იტალია, ალფა რომეო) 2:15.889
  4. ლუიჯი ფერარა (იტალია, სუბარუ) 2:16.297
  5. სალმან ალ ხალიფა (ბაჰრეინი, სეატ კაპ) 2:16.596
  6. ჰუსაინ კარიმი (ბაჰრეინი, სეატ კაპ) 2:18.651
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097413