ფეხბურთი

11:28 | 6.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"რეინჯერსი" პრემიერშიპს დაუბრუნდა

გლაზგოს "რეინჯერსი" შოტლანდიის პრემიერშიფში 2011/12 წლების სეზონის შემდეგ პირველად დაბრუნდა. მარკ უარბარტონის შეგირდებმა "აიბროქსზე" "დამბარტონი" 1:0 დაამარცხეს და უმაღლეს ლიგაში ადგილი ოფიციალურად გაიფორმეს.

ჩემპიონშიფის დასრულებამდე 4 ტურით ადრე "რეინჯერსმა" სატურნირო ცხრილში მეორეადგილოსანი "ფალკირკი" 17 ქულით ჩამოიტოვა.

2012 წლის ზაფხულის შემდეგ, ფინანსური პრობლემების გამო "რეინჯერსი" ქვედა ლიგაში დაქვეითდა. მას შემდეგ, გუნდს პრემიერშიფში დაბრუნება გაუჭირდა და ეს მხოლოდ მიმდინარე სეზონში მოახერხა.

როგორც infostrada sports-ი იუწყება, პრემიერშიფიდან გავარდნის შემდეგ, გუნდს მხოლოდ ერთადერთი ფეხბურთელი, კაპიტანი ლი უოლასი შემორჩა.. შოტლანდიელმა 2012 წლის შემდეგ ყველა სეზონი ჩაატარა და გუნდის დაწინაურებაში წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.169785