ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის (კონკაკაფი) ჩემპიონთა ლიგის გათამაშების ფინალში ერთმანეთს მექსიკური გუნდები "ტიგრესი" და "ამერიკა" დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალურ შეხვედრები ასევე მექსიკური გახლდათ, სადაც ორი მატჩის ჯამში "ტიგრესმა" "კერეტარო" ანდრე ჟინიაკის დუბლის წყალობით დაამარცხა, "ამერიკამ" კი "სანტოს ლაგუნას" 1:0 სძლია.
აღსანიშნავია, რომ ზემოთნახსენებმა მექსიკურმა კლუბებმა მეოთხედფინალში MLშ-ის გუნდები "დი სი იუნაიტედი", "რეალ სოლტ ლეიკი", "სიეტლ საუნდერსი" და "ლოს ანჯელეს გალაქსი" დაამარცხეს.
კონკაკაფის ჩემპიონთა ლიგის ორრაუნდიანი ფინალი 20 და 27 აპრილს გაიმართება. პირველ მატჩს "ტიგრესი" უმასპინძლებს.







