იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა XXXI ტურის სიმბოლური ნაკრები მცირე დაგვიანებით, მაგრამ მაინც გამოავლინა. კალჩოს გასული ტურის საუკეთესო თერთმეტეულში გულშემატკივრებმა ყველაზე მეტი, 6 ფეხბურთელი “რომადან” მოახვედრეს. მოგეხსენებათ, “ჯალოროსიმ” წინა ტურში რომაული დერბი “ლაციოს” 4:1 მოუგო.
XXXI ტურის სიმბოლური:
მეკარე: ჯანლუიჯი ბუფონი (“იუვენტუსი”)
მცველები: ალესანდრო ფლორენცი (“რომა”), ფრანჩესკო აჩერბი (“სასუოლო”), კოსტას მანოლასი (“რომა”), ლუკას დინიე (“რომა”)
ნახევარმცველები: რაჯა ნაინგოლანი (“რომა”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”), სუსო (“ჯენოა”)
თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (“რომა”), მაურისიო პინილია (“ატალანტა”), დიეგო პეროტი (“რომა”)









