გოლები: 1:0 დომერგი (24), 1:1 ჟორდაო (74), 1:2 ჟორდაო (98), 2:2 დომერგი (114), 3:2 პლატინი (119)
1984 წლის ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთ გამორჩეულ თამაშს მარსელმა უმასპინძლა. ნახევრფინალში, 23 ივნისს, მასპინძელი საფრანგეთი და პორტუგალია დაუპირსპირდნენ. გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ დამატებითმა დრომ გამოავლინა, არადა, 114-ე წუთამდე ფინალში პორტუგალიის ნაკრები გადიოდა... მერე ჟან ფრანსუა დომერგმა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელმა მიშელ პლატინიმ ყველაფერი საპირისპიროდ შეატრიალეს...









