კალათბურთი

20:30 | 10.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის გუნდი აუტსაიდერთან დამარცხდა

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნა” აუტსაიდერ “პლანასა ნავარასთან” სტუმრად 76:79 დამარცხდა და თავად ქართველმა კალათბურთელმაც სუსტად ითამაშა.

ბექამ მოედანზე 20 წუთი გაატარა და მხოლოდ 3 ქულა, 4 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. ბურჯანაძემ 3-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, 3 ორქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ლეიმა ბასკეტ კორუნამ” 16 მოგება და 13 მარცხი მოაგროვა და მე-5 ადგილზე იმყოფება, თუმცა, პლეი-ოფში გასვლა განარტირებული აქვს. ქართველი ფორვარდის კლუბი რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრას 15 აპრილს, შინ, “ლეიდას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.097938