გოლი: 0:1 ტორესი (33)
2008 წლის ევროპის ჩემპიონატი ორ ქვეყანაში, ავსტრიასა და შვეიცარიაში გაიმართა. გახსნით შეხვედრას ბაზელმა უმასპინძლა, ხოლო შესაბამისად ფინალური თამაში ავსტრიაში ჩატარდა. კერძოდ, ვენაში. გადამწყვეტი მატჩი 29 ივნისს გაიმართა და მასში ერთმანეთს ესპანეთისა და გერმანიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ.
თამაშის წინ ფავორიტად პირინელები მიიჩნეოდნენ და მათ სტატუსი გაამართლეს: "ფურიე როხას" 33-ე წუთზე ფერნანდო ტორესის მიერ გატანილმა გოლმა ევროპის ჩემპიონის ტიტული მეორედ მოუტანა.









