გოლები: 1:0 სილვა (14), 2:0 ალბა (41), 3:0 ტორესი (84), 4:0 მატა (88)
2012 წლის 1 ივლისს, ესპანეთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული თავის ისტორიაში მესამედ, ისე კი, მიჯრით მეორედ მოიპოვა. ასეთი რამ კი, მანამდე ევრო ფორუმზე არ მომხდარა - ზედიზედ ორჯერ ერთი და იგივე გუნდს ვერ მოეგო. "ფურიე როხამ" იმ დღეს კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. იტალიის ნაკრების 4:0 ძლევით იგი ისტორიაში იმ მხრივ შევიდა, რომ გახდა გუნდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის ფინალი ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.
არადა, ფინალის წინ ასეთ სხვაობას თითქმის არავინ მოელოდა, რადგან მანამდე "სკუადრა აძურაც" ჩინებულად ასპარეზობდა. მეტიც, ჯგუფურ ეტაპზე ამ ნაკრებებს უკვე ეთამაშათ ერთმანეთში და მაშინ ესპანეთი იტალიელებთან მარცხს ჩესკ ფაბრეგასის გოლით გადაურჩა - 1:1.









