ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო შაფათავამ თურქეთის ქალაქ სტამბოლში მიმდინარე 50-ათასიანი ტურნირის მერვედფინალში მარცხი განიცადა.
შაფათავამ პირველ რაუნდში “უაილდ ქარდის” მქონე თურქ სელინ ოვუნჩს 6:2, 6:1 სძლია, მე-2 წრეში კი ბულგარელ ისაბელა შინიკოვასთან 6:2, 3:6, 3:6 წააგო.
ცნობისთვის, წყვილთა თანრიგში შაფათავას და უკრაინელ ანასტასია ვასილიევას მე-2 განთესვა გააჩნიათ და უკვე მეოთხედფუნალში არიან გასულნი, სადაც “უაილდ ქარდის” მქონე უზბეკ აბდურაიმოვას და ჩეხ სტეფკოვას ეთამაშებიან.