გოლები: 0:1 პლატი (4), 1:1 ერიქსონი (51), 2:1 ბროლინი (82)
ევროპის 1992 წლის ჩემპიონატის A ჯგუფში, ბოლო ტურის წინ ინგლისის ნაკრებს პლეი-ოფში გასასვლელად აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. მესამე ტურში, ალბიონელთა მეტოქე მასპინძელი შვედეთი იყო. "ლომებმა" შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და მეოთხე წუთზე დევიდ პლატის გოლით დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ მეორე ტაიმში მათთვის მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. სკანდინავილებმა სტუმრებს ორი გოლი გაუტანეს. ჯერ წონასწორობა ერიქსონმა აღადგინა, მერე კი თომას ბროლინმა გამარჯვების გაიტანა და ამბიციური ინგლისი ჯგუფში ჩარჩა.









