ავტოსპორტი

22:35 | 14.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ალონსოს შანჰაიში რბოლის დროებითი უფლება მისცეს

ეს ნიშნავს, რომ პირველად შემოწმების შედეგად, ექიმებმა ფერნანდო ალონსოს ჩინეთის დიდ პრიზზე ასპარეზობის უფლება მისცეს, თუმცა იმ პირობით, თუ განმეორებითი შემოწმება, პირველის შედეგებს დაადასტურებს. განმეორებითი შემოწმება მას პირველი თავისუფალი პრაქტიკის შემდეგ ჩაუტარდება.

„ფერნანდო ალონსოს რბოლაში მონაწილეობის უფლება მიეცემა. ოღონდ, ეს საკითხი გადახედვას ექვემდებარება. FIA-ს სამედიცინო დელეგატმა, სპორტული კოდის შესაბამისად, მას დავალება მისცა, რომლებიც უნდა შეასრულოს. სპორტული რეგლამენტის მოთხოვნის შესაბამისად, FIA-ს სამედიცინო დელეგატმა მას ასევე განმეორებითი შემოწმების გავლა დაავალა. ეს შემოწმება პირველი პრაქტიკის შემდეგ ჩაუტარდება და სწორედ მის შემდეგ გადაწყდება, დანარჩენ რბოლებში მიიღებს მონაწილეობას, თუ არა“, - ნათქვამია FIA-ს განცხადებაში.

სანამ ამ გადაწყვეტილებას გაიგებდა, ალონსომ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ის სრულად გამოჯანმრთელდა: „თავს კარგად ვგრძნობ. სიმართლე გითხრათ, ბაჰრეინში მორალურად ასი პროცენტით მზად ვიყავი, მაგრამ იმავდროულად, ტკივილებიც მქონდა. მაშინ მზად ვიყავი, მეცადა გამეგო, შემეძლო თუ არა ტკივილის გამკლავება. ახლა კი სიტუაცია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა სულიერად 120 პროცენტით მზად ვარ, ფიზიკურად კი 100 პროცენტით მზად ვარ. ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე დღეა, რაც მეტნაკლებად ნორმალურ რეჟიმში ვვარჯიშობ, დავრბივარ, ველოსიპედით ვმოძრაობ, ვთამაშობ გოლფს და ჩოგბურთს. ეს ორი კვირაა, კარგადაც მძინავს. ავსტრალიის მერე, ათი დღე ერთ მხარეს ვერ ვიძინებდი, რაც ძალიან არაკომფორტული იყო. ბაჰრეინის შემდეგ, დიდი გაუმჯობესება მაქვს“.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.162077