ფეხბურთი

20:45 | 15.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
საფრანგეთი - იტალია 2:1 (დ.დ) - ევრო 2000, ფინალი. 2 ივლისი, როტერდამი

გოლები: 0:1 დელვეკიო (55), 1:1 ვილტორი (90+4), 2:1 ტრეზეგე (103)

ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის ფინალი დღემდე ფეხბურთის ისტორიაში, არათუ ევროპის ჩემპიონატების, ერთ-ერთ ყველაზე დრამატულად მიიჩნევა. 2 ივლისს, როტერდამში გამართულ შეხვედრაში ანგარიში აპენინელებმა გახსნეს. ყველაფერი კი, ფრანჩესკო ტოტის გენიალური პასით დაიწყო და მარკო დელვეკიოს გოლით დასრულდა.

ფრანგებს ბევრი არაფერი გამოსდიოდათ და იტალიას ანგარიშის გაზრდა არაერთხელ შეეძლო - იგივე დელვეკიომ ხელსაყრელი მომენტი გააცუდა, ხოლო ალექსანდრო დელ პიერო მეკარესთან პირისპირ ორჯერ გავიდა, თუმცა ორჯერვე უხეიროდ ითამაშა. შვედმა ანდრეს ფრისკმა მატჩს 4 წუთი დაამატა და სწორედ მეოთხე დამატებული წუთი იწურებოდა, როდესაც სილვენ ვილტორის დარტყმული ჯერ ალესანდრო ნესტამ, მერე კი ფრანჩესკო ტოლდომ ვერ დაბლოკეს და გამარჯვების მოლოდინში ფეხზე მდგარი "სკუადრა აძურას" სათადარიგო სკამი გააოგნეს.

დინო ძოფის იტალია გონზე დამატებით დროშიც ვერ მოვიდა და 103-ე წუთზე დავიდ ტრეზეგემ საფრანგეთი "ოქროს გოლით" გააჩემპიონა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.174729