ავტოსპორტი

0:36 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შანჰაის ვარჯიშებზე უსწრაფესი რაიკონენია

შანჰაიში სტარტი აიღო ჩინეთის დიდმა პრიზმა, რომელზეც ორი თავისუფალი პრაქტიკა გაიმართა. მათ ჯამში, საუკეთესო დრო „ფერარის“ კიმი რაიკონენს ჰქონდა, იტალიური გუნდის კიდევ ერთმა პილოტმა, სებასტიან ფეტელმა კი მეორე საუკეთესო დრო დააფიქსირა. მხოლოდ მათ შემდეგ იყო „მერსედესის“ დუეტი, რომლებმაც პირველი სესია საუკეთესო დროებით დაასრულეს. ორივე შემთხვევაში კი უფრო სწრაფი ნიკო როსბერგი იყო.

„ფერარის“ ამ სეზონში „მერსედესის“ რეალურ მეტოქედ მოიაზრებენ, თუმცა პირველ ორ რბოლაში, მის პილოტებს ტექნიკური პრობლემები შეექმნათ. ამ მხრივ, სამქიმიანებმა თავიანთ მარანელოელ კონკურენტებს ერთი ხურდა შანჰაიში უკვე დაუბრუნეს - ლუის ჰამილტონის მანქანაზე გადაცემათა კოლოფი გახდა შესაცვლელი, რის გამოც, მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონი სტარტზე ხუთ ადგილს დაკარგავს.

პირველ სესიაზე რაიკონენი რადიოთი ჩიოდა, რომ მისი მანქანა ძნელად სამართავი იყო. ამის მიუხედავად, მან მეხუთე დრო მაინც დააფიქსირა. მეორე სესიაზე კი ყველაფერი შეიცვალა. ორივე „წითელმა“ სუპერ რბილი საბურავებით, საუკეთესო შედეგები დააფიქსირა. ამასთან, ფინელმა თავის გერმანელ თანაგუნდელს 0.109 წამით აჯობა.

„ძალიან ძნელი დღე მქონდა. არ ვიც, ეს ქარის ბრალი იყო, თუ სხვა რამის, მაგრამ მანქანა რამდენჯერმე მომიცურდა და ამის გამო, უსიამოვნო შეგრძნება მქონდა. როგორც კი სუპერ რბილი რეზინი დავაყენეთ, ჩაჭიდებაც გაუმჯობესდა და ეს დამეხმარა. ყოველ შემთხვევაში, სუპერ სოფტების გარეშე, საკმაოდ გაგვიჭირდა“, - ყვება რაიკონენი.

ფინელს 0.237 წამით ჩამორჩა როსბერგი, 0.433 წამით კი - ჰამილტონი. საინტერესოა, რომ გერმანულ გუნდს ბოლო 40 რბოლიდან 34 აქვს მოგებული. ამასთან, ბოლო რვა საკვალიფიკაციო რბოლაშიც გაიმარჯვა. როსბერგს უკვე ზედიზედ ხუთი რბოლა აქვს მოგებული და შანჰაიში მეექვსესთვის იბრძოლებს, რაშიც ჰამილტონის მინუს ხუთი ადგილიც დაემახრება. ბრიტანელს კი ჩინური დიდი პრიზი ოთხჯერ აქვს მოგებული.

პრაქტიკებზე ის ორჯერ დატრიალდა. თან ორივეჯერ პირველ სესიაზე და ერთსა და იმავე, მე-11 მოსახვევში. ის ამბობს, რომ „ფერარის“ პილოტები ძალიან სწრაფები არიან, რაც საინტერესო რბოლას გვპირდება. „ისე ჩანს, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა აქ გვექნება“, - ამბობს ჩემპიონი.

მათ ბრძოლაში ალბათ სხვა ვერავინ ჩაერევა. უახლოეს დანიელ რიკარდოს, ორი სესიის ჯამში, რაიკონენზე 1.247 წამით უარესი დრო ჰქონდა. ერთი ეტაპის გამოტოვების შემდეგ, „მაკლარენს“ ფერნანდო ალონსო დაუბრუნდა, რომელმაც პირველი პრაქტიკის შემდგომ ჩატარებული საბოლოო სამედიცინო შემოწმების შემდეგ, ექიმებმა მწვანე შუქი აუნთეს.

პირველი სესია ორჯერ შეწყდა წითელი დროშებით. ორივე შემთხვევაში, ამის მიზეზი გამსკდარი საბურავები გახდა. ინციდენტი ჯერ ფელიპე მასას შეემთხვა, შემდეგ კი კევინ მაგნუსენს. ორივე ინციდენტი მაღალ სიჩქარეზე მოხდა და ბედად, პილოტები დაზიანებას გადაურჩნენ. ორივე შემთხვევაში, უკანა მარცხენა ბორბალი დაზიანდა. სხვათა შორის, მასას მალე მეორედაც დაუზიანდა ბორბალი, რის გამოც, ტრასის დათვალიერება ჩატარდა.

„პირელიმ“ სასწრაფოდ გამოაცხადა, რომ ბორბლებს დეფექტის კვალი არ ეტყობა. ჩატარებული შემოწმების შემდეგ ითქვა, რომ წინასწარი ვარაუდით, რომ სამივე შემთხვევაში, ბორბალი მანქანის ნაწილთან შეხებამ დააზიანა. პირველადმა კვლევამ აჩვენა, რომ მასას მანქანაზე საბურავი ბორბლის მთლიანობის დარღვევამ დააზიანა, მაგნუსენის შემთხვევაში, კი მიზეზი დაზიანებული საკიდარი გახდა.

ჩინეთის დიდი პრიზი

პირველი თავისუფალი პრაქტიკა

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:38.037
  2. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:38.183
  3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:38.665
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:39.061
  5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:39.155
  6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:39.625
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:39.676
  8. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.974
  9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:40.169
  10. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:40.232
  11. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:40.347
  12. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:40.538
  13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:40.828
  14. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:41.358
  15. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:41.393
  16. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:41.614
  17. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:41.816
  18. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:42.908
  19. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:42.980
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) დროის გარეშე
  21. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) დროის გარეშე
  22. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) დროის გარეშე

მეორე თავისუფალი პრაქტიკა

  1. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:36.896
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:37.005
  3. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:37.133
  4. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:37.329
    5. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:38.143
  5. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:38.268
  6. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 1:38.527
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:38.542
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:38.569
  9. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:38.723
  10. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:38.728
  11. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:38.828
  12. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:39.178
  13. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:39.214
  14. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:39.774
  15. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:39.890
  16. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) 1:39.941
  17. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:39.979
  18. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:40.550
  19. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:41.066
  20. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:42.954
  21. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091099