ფეხბურთი

13:39 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
ინგლისი - ჰოლანდია 1:3 - ევრო 1988, ჯგუფური ეტაპი. 15 ივნისი, დიუსელდორფი

გოლები: 0:1 ვან ბასტენი (44), 1:1 რობსონი (53), 1:2 ვან ბასტენი (71), 1:3 ვან ბასტენი (75)

ევროპის 1988 წლის ჩემპიონატის B ჯგუფის პირველ ტურში ფავორიტებმა ინგლისმა და ჰოლანდიამ მარცხი განიცადეს. ეს გუნდები ერთმანეთს მეორე ტურში, 15 ივნისს, დიუსელდორფში დაუპირისპირდნენ და შეხვედრას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. წაგებული ნაკრები ფაქტობრივად ევროპის ჩემპიონატს ემშვიდობებოდა.

აღნიშნული შეხვედრა კი მარკო ვან ბასტენის ბენეფისად იქცა, რომელმაც ალბიონელთა კარში სამი გოლის გატანა მოახერხა. "მფრინავმა ჰოლანდიელმა" ანგარიში ზედ ტაიმის მიწურულს გახსნა. მართალია, ბრაიან რობსონმა მეორე ნახევრის დასაწყისშივე გაათანაბრა, მაგრამ მერე ვან ბასტენმა კიდევ ორჯერ გაიტანა და ინგლისი ჯგუფში ჩატოვა. ჰოლანდიამ კი ტრიუმფალური სვლა განაგრძო და საბოლოოდ ტურნირიც მოიგო.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.096313