ავტოსპორტი

16:20 | 16.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

როსბერგი პოულზე, ჰამილტონი კუდში

იმ დროს, როცა მიმდინარე სეზონის ლიდერი ნიკო როსბერგი, ჩინეთის დიდი პრიზის რბოლას პოულიდან დაიწყებს, მოქმედ ჩემპიონ ლუის ჰამილტონს სტარტის პელოტონის ბოლოდან აღება მოუწევს. როსბერგმა ამ სეზონში პირველად შეძლო კვალიფიკაციის მოგება და დიდი შანსი აქვს, მესამე რბოლაც მოიგოს და ლიდერობაც განიმტკიცოს. მის გვერდით სტარტზე დანიელ რიკარდო დადგება, რომელმაც ბოლო ცდაზე შეძლო „ფერარის“ წყვილის უკან ჩამოტოვება.

ჰამილტონს ზედიზედ მესამე პოულის მოპოვებაში ხელი ძრავმა შეუშალა. მან კვალიფიკაციის პირველივე ნაწილში, სწრაფი დროის დაფიქსირებაც კი ვერ შეძლო. ბრიტანელმა თავისიანებს რადიოთი უთხრა, რომ მის ძრავს სიმძლავრე აკლდა. მერე კი, როცა პასკალ ვერლაინს ავარია მოუვიდა და ამის გამო, ასპარეზობა ცოტა ხნით შეწყდა, „მერსედესმა“ პრობლემის მოგვარება სცადა, მაგრამ ამაოდ.

მოკლედ, როსბერგმა თავის კარიერაში 23-ე პოული მოიპოვა. წინა კვალიფიკაცია მან გასული სეზონის ბოლო, აბუ დაბის რბოლაში მოიგო. ამგვარად, უკვე ზედიზედ ცხრა რბოლაა, სამქიმიანებს კვალიფიკაციას ვერავინ უგებს. როსბერგმა ნახევარ წამზე მეტით აჯობა რიკიარდოს. მესამე და მეოთხე ადგილებზე კიმი რაიკონენი და სებასტიან ფეტელი დადგებიან.

რბოლა სულ ორჯერ შეწყდა. პირველად ვერლაინის ავარიის გამო, რომელიც გზაზე არსებულმა გუბემ გამოიწვია. მეორედ კი მას შემდეეგ, რაც ნიკო ჰულკენბერგის „ფორს ინდიას“ მარცხენა წინა ბორბალი მოსძვრა. ამ ინციდენტის გამო, გერმანელ პილოტს სტარტზე სამი ადგილით უკან დასწევენ.

ჩინეთის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 1:35.402
  2. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:35.917
  3. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:35.972
  4. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:36.246
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 1:36.296
  6. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) 1:36.399
  7. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:36.865
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, ტორო როსო) 1:36.881
  9. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 1:37.194
  10. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) დროის გარეშე

- - - - - - - - - -

  1. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 1:37.347
  2. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:38.826
  3. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1:39.093
  4. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:39.830
  5. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:40.742
  6. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 1:42.430

- - - - - - - - - -

  1. კევინ მაგნუსენი (დანია, რენო) 1:38.673
  2. ესტებან გუტიერესი (მექსიკა, ჰაასი) 1:38.770
  3. ჯოლიონ პალმერი (ბრიტანეთი, რენო) 1:39.528
  4. რიო ჰარიანტო (ინდონეზია, მენორი) 1:40.264
  5. პასკალ ვერლაინი (გერმანია, მენორი) დროის გარეშე
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.169912