კლაუდიო პისარო "ვერდერის" მაისურით ბუნდესლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. პერუელმა თავდამსხმელმა "ვოლფსბურგთან" მოგებულ (3:2)(VIDEO) შეხვედრაში ანგარიში 32-ე წუთზე ზუსტად შესრულებული თერთმეტმეტრიანით გახსნა და გერმანიის ჩემპიონატში ბრემენელთა რიგებში 102 გოლი დაუგროვდა.
სამხრეთამერიკელმა მოთამაშემ მარკო ბოდეს (101) შედეგი გააუმჯობესა. პირველი გოლი "ვერდერის" რიგებში პისარომ 1999 წლის 12 სექტემბერს 20 წლის ასაკში გაიტანა.





