ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის პირველი ოთხი შეხვედრა გაიმართა.
“გოლდენ სტეიტმა” შინ “ჰიუსტონი” 104:78 გაანადგურა. “მეომრებმა” პირველი პერიოდი 33:15 მოიგეს და შეხვედრის ბედი თავიდანვე გადაწყვიტეს. მატჩში ყველაზე მეტი 24 ქულა სტეფ კარიმ ჩააგდო. “ჰიუსტონში 17 ქულით ჰარდენი გამოირჩა. მომდევნო შეხვედრა 19 აპრილს ისევ “გოლდენ სტეიტის” დარბაზში გაიმართება.
“ტორონტო” შინ “ინდიანასთან” 90:100 დამარცხდა. მატჩის სტარტზე უკეთესად კანადელები გამოიყურებოდნენ. პირველ ტაიმში “ინდიანას” ლიდერმა პოლ ჯორჯმა მხოლოდ 6 ქულა ჩააგდო. მეორე ტაიმში პოლ ჯორჯმა თამაში გამოასწროა და ჯამში 33 ქულა 6 პასი, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა შესინა გუნდს. “ტორონტოში” 18 ქულით ჯოზეფი გამოირჩა.
“ტორონტო” – “ინდიანა” 90:100 (24:19, 21:24, 22:27, 23:30)
https://www.youtube.com/watch?v=fIR9eK05YtQ
“გოლდენ სტეიტი” – “ჰიუსტონი” 104:78 (33:15, 27:18, 22:27, 22:18)
https://www.youtube.com/watch?v=P1bEYrkHqGQ
“ატლანტა” – “ბოსტონი” 102:101 (30:19, 21:15, 21:31, 30:36)
https://www.youtube.com/watch?v=Ybz6mIdNXuY
“ოკლაჰომა” – “დალასი” 108:70 (26:11, 33:22, 34:18, 15:19)
https://www.youtube.com/watch?v=FaciR-2dx2w







