რუმინული ფეხბურთის ლეგენდა გეორგე ჰაჯი კონსტანცას "ვიტორულის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გადადგა. ჰაჯიმ განაცხადა, რომ დროებით დასვენება სურს, ანუ პაუზა აიღო.
გაჩნდა ინფორმაცია, რომ ჰაჯის ყაზანის "რუბინის" ვარიანტი აქვს და მოლაპარაკებებიც იმართება. "რუბინში" კი, როგორც იცით, ქართველი სოლომონ კვირკველია თამაშობს.
"ვიტორული" მეოთხე ადგილზეა რუმინეთის ჩემპიონატში, რაც საკმაო მიღწევაა ამ მოკრძალებული კლუბისთვის.







