ფეხბურთი

12:00 | 20.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ევროპის ჩემპიონატების ისტორია (VIDEO)
იტალია - იუგოსლავია 1:1 (გადათამაშება 2:0) - ევრო 1968, ფინალი. 8 ივნისი და 10 ივნისი, რომი

პირველი თამაში - გოლები: 0:1 ჯაიჩი (39), 1:1 დომენიგენი (80)

გადათამაშება - გოლები: 1:0 რივა (12), 2:0 ანასტაზი (31)

იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონი 4-ჯერ გამხდარა, მაგრამ აპენინელთა მთავარი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასეთივე წარმატებით ვერ თამაშობს. 2000 და 2012 წლებში "სკუადრა აძურამ" ფინალი ორჯერ წააგო. ტიტულს კი, მხოლოდ ერთხელ, შორეულ 1968 წელს, სამშობლოში გამართულ ევროფორუმზე შესწვდა.

ფინალურ მატჩში იტალია იუგოსლავიას დაუპირისპირდა მარცხს თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ანჯელო დომენიგენის საჯარიმო დარტყმით გადაურჩა, მანამდე ანგარიში დრაგან ჯაიჩს გაეხსნა პირველ ტაიმში. დამატებით ნახევარ საათში შედეგი უცვლელი დარჩა.

ვინაიდან, იმხანად პენატების სერია არ ინიშნებოდა, ორი დღის შემდეგ გუნდებმა გადათამაშებაში ითამაშეს და მასპინძლებმა ამჯერზე ჩემპიონის ვინაობა პირველივე ტაიმში გაარკვიეს. ჯიჯი რივამ და პიეტრო ანასტაზიმ იტალიას პირველი და ჯერჯერობით ბოლო ევროპის ჩემპიონის ტიტული მოუტანეს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.089745